განსაკუთრებით გვიხარია ჩვენი წარმატებული კურსდამთავრებულების შესახებ წერა .
ამჯერად ნათია ხორბალაძეს წარმოგიდგენთ, რომელიც თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში არაბისტიკაზე სწავლობს. მას მერე, რაც უმაღლესი ქულებით დახურა მეორე კურსი, საქართველოში შერჩეულ 7 წარმატებულ სტუდენტს შორის აღმოჩნდა და 9 თვე კაიროს უნივერსიტეტში ისწავლის.
ვულოცავთ ნათიას ამ დიდ წარმატებას და კიდევ ბევრ წინ გადადგმულ ნაბიჯს ვუსურვებთ, საკუთარი მიზნებისკენ.