მე-5ბ კლასის მიერ, წიგნის ჩუქების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სკოლის ეზოში განთავსდა და ფუნქციონირებას იწყებს წიგნების თავისუფალი მიმოცვლის წერტილი — „წიგნების ქოხი“.
პროექტი მიზნად ისახავს მოსწავლეებში კითხვის პოპულარიზაციას, საერთო საკუთრებისადმი პასუხისმგებლობის განვითარებასა და წიგნიერების დონის ამაღლებას არაფორმალურ გარემოში.
პროექტის ძირითადი კომპონენტები:
ჩართულობა: პროექტის მოსამზადებელ ეტაპზე Vბ კლასის მოსწავლეებმა უზრუნველყვეს კონსტრუქციის ვიზუალური გაფორმება და წიგნების პირველადი ფონდის შევსება (საკუთარი წიგნების შემოწირვის გზით).
საინფორმაციო კამპანია: მოსწავლეების მიერ მომზადდა და გავრცელდა საინფორმაციო ბუკლეტები. რომელზე დატანილი QR კოდიც უზრუნველყოფს სწრაფ წვდომას პროექტის შესახებ არსებულ საინფორმაციო პოსტთან.
მოქმედების წესი: ბიბლიოთეკა მუშაობს ე.წ. „თავისუფალი მიმოცვლის“ პრინციპით — მოსწავლეს შეუძლია აიღოს სასურველი ლიტერატურა იმ პირობით, რომ დააბრუნებს მას ან ჩაანაცვლებს სხვა წიგნით.
აღრიცხვა და უკუკავშირი: ქოხში განთავსებულია ჟურნალი „შენი ნაკვალევი ქოხში“, რომელიც განკუთვნილია წიგნების მოძრაობის აღრიცხვისა და მკითხველთა შთაბეჭდილებების დასაფიქსირებლად.
პროექტის მიზანი: სკოლის ტერიტორიაზე შეიქმნას თვითრეგულირებადი სისტემა, რომელიც ხელს შეუწყობს წიგნის ხელმისაწვდომობას და მოსწავლეთა შორის სოციალური პასუხისმგებლობისა და გაზიარების კულტურის ჩამოყალიბებას.
მოგიწოდებთ ყველას, აქტიურად ჩაერთოთ პროექტში და გახდეთ წიგნების მიმოცვლის პროცესის მონაწილე.
შენი წიგნი – ჩვენი ბიბლიოთეკა. გააზიარე და გახდი თანაავტორი!