საბუნებისმეტყველო კათედრა აერთიანებს ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიისა და გეოგრაფიის სწავლებას. კათედრის მიზანია მოსწავლეებში ბუნებრივი სამყაროს შემეცნებისა და კრიტიკული აზროვნების განვითარება. სასწავლო პროცესი შეძლებისდაგვარად ეყრდნობა ლაბორატორიულ და პრაქტიკულ სამუშაოებს, ექსპერიმენტებსა და სამეცნიერო კვლევების ელემენტებს. კათედრა მჭიდროდ თანამშრომლობს სახელმძღვანელო ავტორებთან და მუდმივად ახლებს სასწავლო მასალებს მეცნიერების უახლეს მიღწევების შესაბამისად.